თბილისის მერიის განცხადება
დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება.
გამზირზე ორი ღამის განმავლობაში დაწესდება საგზაო მოძრაობის ნაწილობრივი და სრული შეზღუდვა.
ნაწილობრივი შეზღუდვა გავრცელდება შევჩენკოს სახელობის სკვერიდან - პეტრიაშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო მოძრაობა სრულად შეიზღუდება პეტრიაშვილის ქუჩის მონაკვეთიდან - თბილისის საკონცერტო დარბაზამდე.
სამუშაოები ორი ღამის განმავლობაში 5 და 6 დეკემბერს განხორციელდება.
სამუშაოებს შპს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
04 დეკემბერი 2017
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
