ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის განცხადება
მიმდინარე წლის 3 მარტიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიკეტება მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდი (ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან). საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია პროექტის მიხედვით მოიცავს საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვასა და განათების სისტემის რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გრუპო პონტე“ აწარმოებს. პროექტი 4 თვე გასტანს და მისი ღირებულება 515 515 ლარია.
02 მარტი 2018
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
