გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის გამო სატრანსპორტო მოძრაობა დღეიდან იზღუდება
პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ახოსპირელის ქუჩას, ასევე ლერმონტოვის ქუჩას აბო თბილელის ქუჩის კვეთიდან დადიანის ქუჩის კვეთამდე.
შეზღუდვის მიზანია ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოების დაცვა.
30 მარტი 2018
-
ალ. ჭავჭავაძისა და ალ. გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება
-
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის განცხადება
