ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება (მაგისტრი);
- 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მმართველობით პოზიციაზე.
- ინგლისური ენის ცოდნა (B2);
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook).
- სასურველია მუშაობის გამოცდილება განათლების ან/და კულტურის ან/და საბიბლიოთეკო მიმარულებებით;
- სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა გარდა ინგლისურისა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ (შემდგომში - ბიბლიოთეკა) დირექტორის უფლებამოსილებები:
- ახორციელებს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, პასუხისმგებელია მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
- ბიბლიოთეკის მიზნების მისაღწევად იყენებს ბიბლიოთეკის საკუთრებაში არსებულ ქონებას, ასევე ანგარიშზე ჩარიცხულ მატერიალურ სახსრებს. ამასთან, პასუხისმგებელია მატერიალური სახსრების მიზნობრივად და დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე, როგორც დამფუძნებლების ასევე კონკრეტული დამფინანსებლის წინაშე;
- მოქმედებს ბიბლიოთეკის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ;
- ბიბლიოთეკის სახელით დებს ხელშეკრულებებს, გარიგებებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს გასცემს მინდობილობებს, დამფუძნებლის წინასწარი თანხმობით იძენს და განკარგავს ბიბლიოთეკის უძრავ ქონებას;
- დამფუძნებელთან ერთად ზედამხედველობს ბიბლიოთეკის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას;
- ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში, ხელს აწერს ბიბლიოთეკის საფინანსო და სხვა სახის ოფიციალურ დოკუმენტაციას;
- კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს აქტებს, ამტკიცებს ბიბლიოთეკის შინაგანაწესს, ბიბლიოთეკის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და ბიბლიოთეკით სარგებლობის წესს;
- განსაზღვრავს ბიბლიოთეკის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს, რომელთაც შესათანხმებლად წარუდგენს დამფუძნებელს;
- ნიშნავს და ათავისუფლებს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონის ფარგლებში მათ მიმართ იღებს დისციპლინარულ ზომებს, განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს გაცემის საკითხებს ან სხვაგვარი წახალისების საკითხებს;
- ბიბლიოთეკის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფებს, კომისიებს;
- იღებს შესაბამის ზომებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, ან მატერიალურ ზარალს აყენებენ ბიბლიოთეკას;
- ახორციელებს „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას.
სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ წესდება;
- საქართველოს კანონი „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“
სასურველია შემდეგი კანონების ცოდნა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველო ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;
- „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.
სავალდებულოა კანდიდატს გააჩნდეს:
- ხელმძღვანელობისა და მართვის უნარი;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარები;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
- ორი რეკომენდაცია;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ განვითარების კონცეფცია Word-ის ფორმატში - არაუმეტეს 5 გვერდისა, ან/და Power Point-ის ფორმატით, არაუმეტეს 15 სლაიდისა.
- დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების გადარჩევა;
- გასაუბრება (თუ კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენ ორ ან მეტ კანდიდატს დაუფიქსირდა ქულათა (მეასედის სიზუსტით) თანაბარი რაოდენობა, მათ შორის საუკეთესოს გასაუბრების დამატებითი, მეორე ტური გამოავლენს).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადები:
საკონკურსო კომისია კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვისა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გააკეთონ საჯარო სამსახურის ბიუროს ელექტრონულ ვებ-გვერდზე - www.hr.gov.ge.
განცხადებები მიიღება 2018 წლის 16 მაისიდან 2018 წლის 30 მაისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
საკონკურსო კომისიის მისამართი ქ. თბილისი, ჟ. შარტავას №7
საკონტაქტო ტელეფონი: 595521372; 2378547
საკონტაქტო პირი: ელენე ბოდაველი
-
ქალაქ თბილისში, მერაბ კოსტავასა და ტყვარჩელის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში (ს/კ: 01.10.13.040.122) აკაკი ჩხენკელის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის (ბიუსტი) განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები
-
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს.
-
კონკურსი ქალაქის მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის შესარჩევად