ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი საკონკურსო კომისია აცხადებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევ კონკურსს

დოკუმენტაციის მიღების ვადები:

ა) საკონკურსო განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება 2018 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 12 ივნისის 18:00 საათამდე;

ბ) საბუთების მიღება საკონკურსო კომისიის სამდივნოში იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:30-დან 18:00 საათამდე, შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე: ქ. თბილისი. ჟ. შარტავას ქ. N7, მე-12 სართული, ოთახი 1204, ტელ: 032 237 84 93, 577 15 70 57 ან/და 032 237 87 44, 577 77 55 48, 577 15 75 95. დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება.

გ) კონკურსის ჩატარების თარიღია 2018 წლის 15 ივნისი, 13:00   საათი. კონკურსის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7, მე-20 სართული. პრეტენდენტები რეგისტრაციას გაივლიან კონკურსის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, კომისიის სამდივნოში.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი

განცხადება (მომსახურე ბანკის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის შესახებ)

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ძირითადი პირობები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7

საკონტაქტო პირი: კახი შავლიაშვილი

ტელ: +995 (32) 378 493

ტელ (შიდა): 493

მობ: 577 157 057

07 ივნისი 2018