კონკურსი ცხადდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორის შესარჩევად

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • უმაღლესი განათლება (მაგისტრი);
  • 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მმართველობით პოზიციაზე.
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook).
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება განათლების ან/და კულტურის ან/და საბიბლიოთეკო მიმართულებებით;
  • სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა გარდა ინგლისურისა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ (შემდგომში - ბიბლიოთეკა) დირექტორის უფლებამოსილებები:

  • ახორციელებს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, პასუხისმგებელია მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
  • ბიბლიოთეკის მიზნების მისაღწევად იყენებს ბიბლიოთეკის საკუთრებაში არსებულ ქონებას, ასევე ანგარიშზე ჩარიცხულ მატერიალურ სახსრებს. ამასთან, პასუხისმგებელია მატერიალური სახსრების მიზნობრივად და დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე, როგორც დამფუძნებლების ასევე კონკრეტული დამფინანსებლის წინაშე;
  • მოქმედებს ბიბლიოთეკის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ;
  • ბიბლიოთეკის სახელით დებს ხელშეკრულებებს, გარიგებებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს გასცემს მინდობილობებს, დამფუძნებლის წინასწარი თანხმობით იძენს და განკარგავს ბიბლიოთეკის უძრავ ქონებას;
  • დამფუძნებელთან ერთად ზედამხედველობს ბიბლიოთეკის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას;
  • ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში, ხელს აწერს ბიბლიოთეკის საფინანსო და სხვა სახის ოფიციალურ დოკუმენტაციას;
  • კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს აქტებს, ამტკიცებს ბიბლიოთეკის შინაგანაწესს, ბიბლიოთეკის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და ბიბლიოთეკით სარგებლობის წესს;
  • განსაზღვრავს ბიბლიოთეკის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს, რომელთაც შესათანხმებლად წარუდგენს დამფუძნებელს;
  • ნიშნავს და ათავისუფლებს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონის ფარგლებში მათ მიმართ იღებს დისციპლინარულ ზომებს, განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს გაცემის საკითხებს ან სხვაგვარი წახალისების საკითხებს;
  • ბიბლიოთეკის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფებს, კომისიებს;
  • იღებს შესაბამის ზომებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, ან მატერიალურ ზარალს აყენებენ ბიბლიოთეკას;
  • ახორციელებს „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას.

სავალდებულოა შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

სასურველია შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველო ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;
  • „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.

 სავალდებულოა კანდიდატს გააჩნდეს: 

  • ხელმძღვანელობისა და მართვის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარები;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი. 

კონკურსში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს:

  • სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (მაგისტრის დიპლომის) ასლი;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა;
  • ორი რეკომენდაცია;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ განვითარების კონცეფცია Word-ის ფორმატში - არაუმეტეს 5 გვერდისა, ან/და Power Point-ის ფორმატით - არაუმეტეს 15 სლაიდისა.
  • დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).

 კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება (თუ კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენ ორ ან მეტ კანდიდატს დაუფიქსირდა ქულათა (მეასედის სიზუსტით) თანაბარი რაოდენობა, მათ შორის საუკეთესოს გასაუბრების დამატებითი, მეორე ტური გამოავლენს).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადები:

საკონკურსო კომისია კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვისა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გააკეთონ საჯარო სამსახურის ბიუროს ელექტრონულ ვებ-გვერდზე - www.hr.gov.ge.

 

განცხადებები მიიღება 2018 წლის 26 ივნისიდან 2018 წლის 5 ივლისის ჩათვლით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას №7

საკონტაქტო ტელეფონი:+995 598 56 59 70; 2 37 84 09

საკონტაქტო პირი: ცირა შალოშვილი.

26 ივნისი 2018