თბილისის მერიის განცხადება
მეტროსადგურში „ვაგზლის მოედანი - 2“, მამაკაცის გარდაცვალებით გამოწვეული საგამოძიებო მოქმედებების გამო, საბურთალოს ხაზი დროებით შეჩერებულია. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, რის შემდეგაც დადგინდება მისი გარდაცვალების მიზეზი. ამ ეტაპზე არ გამოირიცხება თვითმკვლელობის ვერსია.
საბურთალოს ხაზის ფუნქციონირება საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე აღდგება.
აქვე, ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას გადაადგილების მხრივ შექმნილი პრობლემის გამო.
28 სექტემბერი 2014
-
ალ. ჭავჭავაძისა და ალ. გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება
-
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის განცხადება