18-19 ივნისს კულტურული მეწარმეობის ფესტივალის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და „ხელოვნების საერთასორისო ცენტრი“, ევროკავშირის პროექტის “investing in people” მხარდაჭერით, მართავს ტრენინგს ტრადიციული რეწვის მარკეტინგსა და პროდუქციის განვითარებაში.
ტრენინგის მიზანი თბილისში კულტურული მეწარმეობის განვითარება, საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა, ამ სფეროში დასაქმებული მეწარმეების ხელშეწყობა და მათი საქმიანობის გამარტივებაა.
ტრენინგს მარკეტინგის ამერიკელი ექსპერტი ლინ ნელსონი გაუძღვება.
ტრენინგის ფარგლებში დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას: დასავლეთის ბაზრის ძირითადი ტენდენციებისა და მოთხოვნების, პროდუქციისთვის შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის, პროდუქციის ფასწარმოქმნისა და ნამუშევრებისთვის სწორი ექსპოზიციის შექმნის შესახებ, ასევე გაეცნობიან დიზაინის მაგალითებს რეწვის სხვადასხვა დარგების მიხედვით.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ ბმულზე: http://jobs.ge/94231/
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება