თბილისის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს განცხადება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატების განაცხადების მიღება მიმდინარეობს.
მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების“ მოთხოვნების დაცვით, 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.
განცხადების ჩაბარება შესაძლებელია, როგორც ფიზიკურად, თბილისის მერიის კანცელარიასა და რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში, ასევე ელექტრონულად, პორტალიდან www.ms.gov.ge
განაცხადის ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში, აუცილებელია, განმცხადებელს ჰქონდეს ელექტრონული პირადობის მოწმობის (ID ბარათი) წამკითხველი და ელექტრონული ხელმოწერის კოდი.
12 სექტემბერი 2024
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
