ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, აცხადებს კონკურს ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორის პოზიციაზე

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ  დაფუძნებული ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“ წარმოადგენს მრავალპროფილიანი საგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებას. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის განვითარების მიზნით სასახლეში განახორციელოს სისტემური  რეფორმა, რათა უზრუნველყოს სწავლების დონის გაზრდა, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით თანამედროვე სტანდარტის, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, ასევე დასაქმების ბაზარზე  ორიენტირებული სასწავლო პროგრამების დანერგვა.

კონკურსი  ღიაა და საჯარო და მასში მონაწილოების მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (საქართველოს  მოქალაქეს), რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

თანამდებობრივი სარგო: 2 625 ლარი

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

დირექტორის ფუნქციები

-      წარმოადგენს  სასახლეს  და მოქმედებს  მისი  სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს  სხვა  წარმომადგენლობით ფუნქციებს;

-      ხელმძღვანელობს და წარმართავს სასახლის საქმიანობას, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სასახლის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად  და სწორად ხარჯვაზე;

-     კანონმდებლობით დადგენილი წესით აყალიბებს და აკონტროლებს სასახლის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

-     თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასახლის დირექტორის მოადგილე(ებ)ს;

-       საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასახლის თანამშრომლებს და აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალიტებთან;

-     ანაწილებს თანამშრომლებს შორის ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროებს;

-     ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის  მთავრობასთან შეთანხმებით ამტკიცებს სასახლის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს, მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფ სახსრებს და აგრეთვე სასახლის მიერ განსახორციელებელ მიზნობრივ პროგრამებს;

-      ამტკიცებს სასახლის შიანაგანაწესს და მუშაობის რეგლამენტს, სასახლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას და სასახლის თანამშრომელთა საქმიანობის ნორმებისა და წესების განმსაზღვრელ მეთოდურ მითითებებს, ინსტრუქციებსა და საკონტრაქტო პირობებს;

-      დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს და კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს;

-      აკონტროლებს სასახლის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

-      ამზადებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების პროექტს სასახლის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-      სასახლის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები;

 

  კანდიდატის  სავალდებულო საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება  (მაგისტრი  ან  მაგისტრთან  გათანაბრებული);
  • 5  წელი  სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის სამწლიანი გამოცდილება კერძო ან/და საჯარო დაწესებულებაში;
  • ერთი  უცხო ენის ცოდნა (ცოდნის დონე -კარგი);

  დამატებითი მოთხოვნები:  

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • განათლების,  ახალგაზრდულ საქმეთა და  კულტურის  სფეროში პროექტების განხორციელების  გამოცდილება;
  • ორგანიზატორული მართვის  უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის  გამოცდილება;
  • განათლების  და   ახალგაზრდობის  მიმართულებით   საერთაშორისო  ორგანიზაციებთან    თანამშრომლობის  გამოცდილება;

საქართველოს  კანონმდებლობა:

  • საქართველოს კონსტიტუცია
  • საქართველოს ორგანული კანონი  საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
  • საქართველოს ორგანული კანონი  საქართველოს შრომის კოდექსი
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

 ინგლისური ენის ცოდნა (ცოდნის დონე -კარგი)

 

                                                                                              კონკურსის განრიგი

კონკურსის პირველი  ეტაპი:

  • განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016  წლის 25  აგვისტო  18:00  საათი;
  • განცხადებების გადარჩევა განხორციელდება 2016  წლის 26-27 აგვისტოს;

კონკურსანტი რომელიც გადალახავს პირველ ეტაპს  კომისიას  წარუდგენს სასახლის განვითარების ხედვის კონცეფციას.

  

 კონკურსის მეორე  ეტაპი:

კონკურსანტებს სასახლის  განვითარების კონცეფციის მომზადებისა და წარმოდგენისათვის (არაუმეტეს 5 ფურცლისა, სლაიდების შემთხვევაში არაუმეტეს 15 სლაიდისა) განესაზღვრებათ ბოლო ვადა 2016   წლის 12  სექტემბერი 18:00 საათი; 

 

ამ ეტაპზე  შერჩეული კონკურსანტებისთვის (მათ მიერ სასახლის განვითარების ხედვის ჩამოყალიბებისთვის) კომისია უზრუნველყოფს სასახლის შესახებ სტანდარტული ინფორმაციისა და აუცილებლობის შემთხვევაში სხვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას;

  • გასაუბრება დასრულდება  და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება 2016  წლის  23 სექტემბრამდე;

კონკურსში  მონაწილემ უნდა  წარმოადგინოს:

  • პირადი  განცხადება (განცხადებაში სავალდებულოა პირადი ნომრის, ელ. ფოსტის მისამართის, ტელეფონის და  საკონტაქტო მისამართის მითითება)
  • ავტობიოგრაფია (რეზიუმე/CV)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
  • ორი რეკომენდაცია
  • კონკურსანტი რომელიც გადალახავს პირველ ეტაპს კომისიას წარუდგენს სასახლის განვითარების ხედვის კონცეფციას.

სრული დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთ ეგზემპლიარად, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით (CD დისკზე).

დამატებითი ინფორმაცია

  1. კონკურსი ითვლება გავლილად ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში 2. კანდიდატები ვალდებულნი არიან გასაუბრების ეტაპზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. გასაუბრებაზე დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები; 4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება; 5. გასაუბრების ჩატარების თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია კონკურსანტებს 2 დღით ადრე ეცნობებათ თავიანთ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და ტელეფონით; 6 . კონკურსის შედეგებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ კანდიდატს ეცნობება წერილობით ან/და თავიანთ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში; 7. კანდიდატის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის გასაუბრებაზე დაუშვებლობის საფუძველს, მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა;  8. კონკურსი ჩატარდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიაში, მის: ჟ. შარტავას ქუჩა #7.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

1. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 5 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 2. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებულ იქნება   2016  წლის  23  სექტემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ: Tbilisi.gov.ge

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:

საკონკურსო კომისიის სამდივნოს მისამართი: მიცკევიჩის ქუჩა #29ა

საკონტაქტო  ტელეფონები:  2 378 455

ელ. ფოსტის მისამართი: s.avalishvili@tbilisi.gov.ge; gogichikovani87@gmail.com

საკონტაქტო პირი: გოგი ჩიქოვანი  - 591 12 09 39

/img/original/2016/8/17/მთავრობის__განკარგულება-კონკურსი.pdf
16 აგვისტო 2016