- სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ინსპექტირების სამმართველო;
ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველო:
გ) აპარატი:
დ) მონიტორინგის განყოფილება:
ე) ლანდშაფტურ- სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის განყოფილება.
- ინსპექტირების სამმართველო შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ა) ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილება;
ბ) დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილება;
გ) მთაწმინდის რაიონული განყოფილება;
დ) გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილება;
ე) ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება;
ვ) კრწანისის რაიონული განყოფილება.
- ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველო შედგება შემდეგი განყოფილებისაგან:
ა) სამშენებლო საქმიანობის კონტროლის განყოფილება;
ბ) სამართალდარღვევის საქმისწარმოების განყოფილება.
- ინსპექტირების სამმართველო - განყოფილებების მეშვეობით ახორციელებს ინსპექტირებას თბილისის მასშტაბით, უზრუნველყოფს სამსახურის დროულ ინფორმირებას თბილისის რაიონებში დარღვევების შესახებ და უზრუნველყოფს შესაბამისი ზომების გატარებას.
- ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველო-ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ გათვალისწინებულ სამშენებლო დარღვევებს; უზრუნველყოფს: დარღვევის გამოსწორებასა და დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გატარებას, მშენებლობის შეჩერებას ან/და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ დადგენილების მიღებას, ექსპლუატაციაში მიღების მიზნით წარმოდგენილი მშენებლობა დამთავრებული ობიექტების ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტის შემოწმებასა და მასზე შესაბამისი ცნობის მომზადებას. ცნობაში აღინიშნება ობიექტის შესაბამისობა მის საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციასთან და გამოვლენილი დარღვევები. ცნობაში ასევე ფასდება ობიექტის საერთო მდგომარეობა, დარღვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, სამსახური გამოსცემს ბრძანებას ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ; სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დამრღვევთა მიმართ უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციების გატარებას; კონტროლს უწევს ხმაურის წესების დაცვას, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას.
- აპარატი- უზრუნველყოფს სამსახურის გამართულ ფუნქციონირებას; სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინაციას; სამსახურის შიდა კონტროლის განხორციელებას და სამსახურისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას.
- მონიტორინგის განყოფილება- ახორციელებს სამსახურის საქმიანობის შესწავლასა და ამზადებს რეკომენდაციებს სამსახურის ეფექტური და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად; კონტროლს უწევს თბილისის ტერიტორიის დაზიანების ფაქტებს სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას და დამრღვევი პირების მიმართ ატარებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს.
- ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილება- უზრუნველყოფს თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვას; სამსახურის კომპეტიანციაში შემავალი დარღვევების აღმოჩენას და შესაბამისი ზომების მიღებას.