ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების კომპეტენციას წარმოადგენს:

ü  ა) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გაწეული სამუშაოებისა და   დაგეგმილი საბიუჯეტო ხარჯების გეგმური შესრულების ანალიზი;

ü  ბ) იურიდიული პირების საქმიანობის მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ü  გ) სამსახურს დაქვემდებარებული ობიექტების წლიური ანგარიშების შესწავლა;

ü  დ)  იურიდიული პირების პრობლემების იდენტიფიცირება და საჭიროებების დადგენა;

ü  ე) მუნიციპალური პროგრამების, ღონისძიებების/აქტივობების/პროექტების  მიმდინარეობის მონიტორინგი, შეფასება, შესაბამისი წინადადებისა და დასკვნების მომზადება;

ü  ვ) დაფინანსებული პროექტების განხორცილების შესახებ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ფაქტობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადების კონტროლი, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფინანსური და სამართლებრივი მხარის  შესწავლა/ვიზუალური მასალის გაცნობა;

ü  ზ) მონიტორინგის ოქმების ფორმების შემუშავება, მოხსენებითი ბარათისა  და მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება;

ü  თ) პროექტების განხორციელების შესახებ დადებული ხელშეკრულებით მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების გაანგარიშება;

ü  ი) იურიდიული პირების სამუშაო პროცესის მონიტორინგი;

ü  კ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი;

ü  ლ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღრიცხვა;

ü  მ) ინვენტარიზაციის პროცესის მართვა;

ü  ნ) სრულ ინდივიდუალურ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე ხელშეკრულებების მომზადება;

ü  ო) სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის/ორგანოს მიერ შემოწმებული მუნიციპალური ობიექტების დასკვნების შესწავლა და რეაგირება;

ü  პ) შესწავლილი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პერიოდული ანგარიშების მომზადება.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის სპორტისა და განათლების და ახალგაზრდობის განყოფილებების მიერ დაფინანსებული პროექტების დასრულების შემდგომ არაუგვიანეს 20 დღეში პროექტანტი ვალდებულია შემოიტანოს პროექტის განხორციელების ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

1. პროექტის შესრულების ფორმა (დანართი 2 დოკუმენტი);

2. პროექტის ბენეფიციარების სია ( სახელი, გვარი, პირადობის N);

3. CD დისკი ან მეხსიერების ბარათი, რომელზეც ასახული იქნება პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიების ფოტომასალა;

4. ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს ხარჯვის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია:

4.1. ხელშეკრულებები ან/და ბრძანება;

4.2.მიღება-ჩაბარების აქტები;

4.3. სასაქონლო ზედნადებები;

4.4. საბანკო გადარიცხვების დოკუმენტები - ფიზიკური პირის შემთხვევაში თავისი დაბეგვრებით (საშემოსავლო და საპენსიო), სახელფასო ხელშეკრულება უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულებით გაფორმებული.

ზემოთხსენებული დოკუმენტაცია უნდა ჩაბარდეს მატერიალური სახით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (რომელიც მდებარეობს შარტავას 7 ნომერში) კანცელარიაში   ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის ირაკლი გვილავას სახელზე.

 

ანგარიშის ფორმა

პროექტის შესრულების ფორმა