თბილისის მთავრობამ მოიწონა თბილისის "მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა". თბილისი მეორე ქალაქია, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებს. მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა მოიცავს ღონისძიებებს, რომელთა განხორციელებაც ქალაქს დაეხმარება გადაჭრას ტრანსპორტის, წყალმომარაგებისა და წყალარინების, მყარი მუნიციპალური და სამრეწველო ნარჩენების, ენერგეტიკის, მშენებლობის, მედეგობის სფეროებში არსებული გამოწვევები. გეგმა შემუშავდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ფინანსური დახმარებითა და ჩეხეთის რესპუბლიკის აქტიური მხარდაჭერით.

შერჩეული ღონისძიებების გატარების შედეგად მოსალოდნელია წელიწადში CO2-ის ემისიების  დაახლოებით 450,000 ტონით შემცირება, ხოლო წყლის სექტორიდან მიღებული დანაზოგებმა წელიწადში შესაძლოა დაახლოებით 55 მლნ მ3 წყალი შეადგინოს.. გარდა ამისა, ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვან დადებით ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და საზოგადოების ჯანმრთელობაზე.

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილები: