ირაკლი ხუცურაული
ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი

დაბადების თარიღი:  03.03.1974

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და სამი შვილი

უცხო ენები:  ინგლისური; იტალიური; სერბულ-ხორვატიული; რუსული

ელ.ფოსტა: i.khutsurauli@tbilisi.gov.ge

ვებ-გვერდი: www.tbilisi.gov.ge 

განათლება და კვალიფიკაცია

 

1994 -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი

1996 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  იურიდიული ფაკულტეტი,  სამართალმცოდნეობის სპეციალობა, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია

2003  -  იტალია, რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობა

 

სამსახურეობრივი საქმიანობა

 

1994-1995  - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი სამმართველო

1995-1997 - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მრჩეველი

1997-2002 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი

2003-2004  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამართლებრივი სამმართველოს უფროსი

2004-2008  - საქართველოს კონსული იტალიის რესპუბლიკაში

2008-2013 - საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში 

2014-2015 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი (მენეჯერი - ადმინისტრაციის უფროსი)

2015-2016 - ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

2016 მარტი-აგვისტო -  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

 

გამოცდილება

 

1995  - გაეროს ოფისი, „FAO“-ს წარმომადგენლობა (რომი)

1998  - აშშ-ის საბაჟო სამსახური

1998 - ინტერპოლის საერთაშორისო 43-ე ევროპული კონფერენცია

2000  - აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მოწყობილი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი ტრენინგი

2001  - (FBI) აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემია (კუანტიკო, ვირჯინია, აშშ)

2001  - ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ)

2001 - არჩეულ იქნა აშშ-ს ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სოკოროს საპატიო მერად

2003-2004  - საერთაშორისო ორგანიზაცია ,,DCAF-ის“ (,,შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის“) საბჭოს წევრი და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი (ჟენევა, შვეიცარია)

2004 - რომის უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კურსი

2012  - ინტერპოლის საერთაშორისო 81-ე მსოფლიო კონფერენცია და გენერალური ასამბლეა (რომი, იტალია)

 

 

საპატიო წოდება/ჯილდოები:

 

2004 - მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი და არჩეულ იქნა ტიბერინას აკადემიის აკადემიკოსად (რომი, იტალია)

2005 - მიენიჭა საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსის წოდება („World Planet University“; კალიფორნია, აშშ)

2013 - იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირადად დააჯილდოვა იტალიის უმაღლესი ორდენით ,,კომანდორის“ წოდებით - იტალია-საქართველოს ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (Commendatore al Merito della Repubblica Italiana)

სამსახურებრივი წარმატებისთვის საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოუცხადა მადლობა, დაჯილდოებულია სხვადასხვა სიგელით. ასევე,  მიღებული აქვს ესპანეთის, ბრაზილიის, აშშ-სა და იტალიის მთავრობის ღირსების ორდენები; საერთაშორისო ინტერპოლის მიერ, აგრეთვე, გამოცხადებული აქვს განსაკუთრებული მადლობა

 

სამეცნიერო ნაშრომები:

 

სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, გამოცემული აქვს ორი წიგნი  საერთაშორისო სამართლისა და იურისპრუდენციის საკითხებზე:

1-    ,,ქრისტიანული რელიგიისა და სამართლის ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოში“ (ჟურნალი ,,სამართალი“, №9-10, 2001წ);

2-  ,, შარიათი: მუსლიმანური რელიგიის სამართლებრივი საკითხები“ (ჟურნალი ,,სამართალი“ №11, 2001 წ) ;

3-   ,,ბრალი“ (ჟურნალი „სამართალი“ #2, 2002 წ);

4-  წიგნი  ,,დანაშაულისა და სასჯელისათვის“ ჩეზარე ბეკარია (2003 წ);

5-   წიგნი  ,,საკონსულო სამართალი: ფუნქციები, შეღავათები, პრივილეგიები და იმუნიტეტები“ (კომენტარები - 2004 წ).

 

უნარ-ჩვევები:

 

Microsoft Office Word; Microsoft Office Excel;  Microsoft Office PowerPoint;