განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების მართვის მიზნით შექმნილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დარგების მართვას, განათლებისა და სპორტის ინფრასტრუქტურის საქალაქო ობიექტების განვითარებასა და აღნიშნულ სფეროში მონიტორინგის განხორციელებას, სამსახურს დაქვემდებარებული დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას, ახალგაზრდობის და სპორტის საკითხების მართვასა და კოორდინაციას.