უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შესახებ

 

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ობიექტების, ბაღების, პარკებისა და სკვერების, თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოსა და თბილისის რაიონული გამგეობების შენობების და მათში არსებული მუნიციპალური ქონების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების შეუფერხებელ მუშაობას, მონაწილეობს თბილისის მუნიციპალიტეტის ეგიდით გამართული ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების უსაფრთხოდ ჩატარების პროცესში.


დღეისათვის, სამსახური ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 67 ობიექტის დაცვას, მათ შორის:
-თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობა;
-თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა;
-თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობები - 10 ობიექტი;
-მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო - 3 ობიექტი;
-თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო;
-თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღი, სკვერი და პარკი - 21 ობიექტი;
-მიწისქვეშა გადასასვლელები და ხიდები - 8 ობიექტი;
-მუნიციპალიტეტის საწყობი - 7 ობიექტი;
-თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვა ობიექტები - 15 ობიექტი.


უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახური, ეტაპობრივად გეგმავს და ახორციელებს დასაცავი ობიექტების უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღჭურვას და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას (მათ შორის: სახანძრო სისტემები, სათვალთვალო კამერები, რადიოკავშირის სისტემები). ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით აღიჭურვა თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული ბაღები, პარკები, სკვერები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ხიდები, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები. ამ ეტაპზე სისტემაში ჩართულია 1150-ზე მეტი ვიდეოკამერა, რომელთა მეშვეობითაც მონიტორინგის ცენტრის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში ახდენენ დაკვირვებას დასაცავ ტერიტორიებზე.


სამსახური ორიენტირებულია კვალიფიციური კადრების მოზიდვაზე, მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებაზე. სწორედ ამ მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე გადამზადდა უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის თანამშრომელთა სრული შემადგენლობა (პირველადი სამედიცინო დახმარება, სახანძრო უსაფრთხოება, ვიდეო-სათვალთვალო სისტემის პროექტირება, მართვა და მონიტორინგი, ეფექტური კომუნიკაცია).