ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური არის თბილისის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მართვის მიზნით შექმნილი თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული. სამსახური ანგარიშვალდებულია თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე.
სამსახურის ძირითადი ამოცანები:
თბილისის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტების შემუშავება და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება;
თბილისის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება;
თბილისის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე თბილისის საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი;
ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების თაობაზე შესაბამისი პროექტის მომზადება;
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიისადმი დაქვემდებარებული დაწესებულებების საქმიანობაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის გაუმჯობესების და საბიუჯეტო სახსრების მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა და ერთიანი საფინანსო დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვა;
ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ დადგენილი წესის შესაბამისად, განხორციელებული ფაქტობრივი ხარჯების, არაფინანსური აქტივებით, ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვა;
ფინანსური ანგარიშგების მომზადება (მერიის სტრუქტურული ერთეულების ბალანსი, ბალანსის დანართები);
თბილისის საბიუჯეტო მაჩვენებლების სტატისტიკურ-საინფორმაციო მონაცემების მომზადება - დამუშავება.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები:
• საბიუჯეტო განყოფილება;
• სახაზინო განყოფილება;
• აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;
• ანალიტიკური განყოფილება.