იურიდიული საქალაქო სამსახური

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მერიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. სამსახურის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ადმინისტრაციული დავების განხილვა, მერიის ინტერესების დაცვა სასამართლოში, მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, საჯარო ინფორმაციის გაცემა. აღნიშნულ ფუნქციებს სამსახური ასრულებს კანონმდებლობისა და საკუთარი დებულების საფუძველზე.

 

სერვისების ჩამონათვალი: სერვისების ჩამონათვალი:

• საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

• მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრბის განხილვა;

• მოქალაქეებისა და იურიდიული პირების კორესპონდენციების განხილვა და სათანადო პასუხების მომზადება.