ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვა დღეს, ბაგები-წყნეთის გზაზე, 19:00-დან 23:00 საათის ჩათვლით იმოქმედებს. მოძრაობა შეფერხებული იქნება ვაკის პარკიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
ტრანსპორტის მოძრაობა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიმდინარე საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ აღდგება.
17 სექტემბერი 2020
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება