თბილისის მეტრო მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს უბრუნდება
თბილისის მეტრო, დღეიდან, მგზავრებს 06:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურება. 2019 წლის 1 ივლისიდან, ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის მეტრო შემცირებული გრაფიკით, 23:00 საათამდე მუშაობდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 550 კმ მოძველებული ძალოვანი სადენები და დამონტაჟდა 32 ერთეული ევროპული სტანდარტის გამნიავებელი.
პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარი გამოიყო. მისი განხორციელებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მეტროს ენერგოუსაფრთხოება, რაც მის შეუფერხებელ ფუნქციონირებას განაპირობებს.
21 სექტემბერი 2020
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება