პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ქსნის ქუჩაზე არსებულ ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით, ხიდებისა და გზაგამტარების მოვლა-პატრონობას განაგრძობს, რასაც კონტრაქტორი კომპანია საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს.
წლიური ხელშეკრულების საფუძველზე, ნაძალადევის რაიონში, ქსნის ქუჩაზე არსებულ ხიდს სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
გეგმურ სამუშაოებთან დაკავშირებით, 3-დან 10 ნოემბრის ჩათვლით, აღნიშნულ ხიდზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
02 ნოემბერი 2020
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება