ზამთრის მოახლოების გამო, დედაქალაქში მოქმედი შადრევნები გაითიშება
ტემპერატურის ცვლილების გამო, 25 ნოემბრიდან დედაქალაქში მოქმედი ყველა შადრევანი გაითიშება.
ზამთრის დადგომისას, შადრევნების გამორთვა და მომავალი წლისთვის მომზადება ყოველწლიურად ხორციელდება.
დედაქალაქში არსებული 50-მდე შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. შადრევნების ნაწილი კი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია.
ყველა მათგანი გაზაფხულზე, ტემპერატურის მატების შემდეგ ჩაირთვება.
24 ნოემბერი 2020
-
დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების დემონტაჟი დაიწყო
-
მაჭავარიანის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
-
თბილისის მერიის განცხადება