თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია. შეფერხება მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი სამსახურის ჯგუფი და უახლოეს პერიოდში პირველი ხაზი მუშაობას განაახლებს.
რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშის გიხდით დისკომფორტისთვის.
08 მაისი 2022
-
რუსთველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო