კრწანისის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 19 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
კრწანისის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, გულიას მოედნიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. კრწანისის მოედნიდან გულიას მოედნამდე კი, სატრანსპორტო საშუალებები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.
აღნიშნული სამუშოების გამო, ავტობუსები: N371, N301, N344, N345, N331, N350 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N557, N580, N427 გადაადგილებას შეძლებენ გულიას მოედნიდან გულუას ქუჩაზე. შემდეგ გააგრძელებენ გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და დაუკავშირდებიან მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას.
18 სექტემბერი 2022
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება