ლესია უკრაინკას ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია
საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ლესია უკრაინკას ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.
რუსთაველის გამზირიდან შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის ლესია უკრაინკას ქუჩის ნაცვლად, გადაადგილება შესაძლებელია ჭიჭინაძის ქუჩის გამოყენებით. აღნიშნული ქუჩებიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით კი, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 9 აპრილის ქუჩის საშუალებით.
შეზღუდვა 9 დეკემბრის 23:00 საათამდე იმოქმედებს.
07 დეკემბერი 2022
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება