თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს და 2 მარტიდან აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე.
პროგრამა ითვალისწინებს მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება-გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას.
პროგრამაში წარმოდგენილია სამშენებლო, საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, საფინანსო, ტრანსპორტის, ვეტერინარიისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებიდან 50-მდე პროფესიული სპეციალობა.
მიმდინარე წელს 1 500-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდება, ხოლო 2023-2025 წლებში პროგრამაში დაგეგმილია 10 000 მოქალაქის ჩართვა.
პროგრამის პარტნიორი სახელმწიფო კოლეჯები:
- სსიპ კოლეჯი „მერმისი“;
- ა(ა)იპ კოლეჯი „იკაროსი“;
- სსიპ კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“;
- სსიპ კოლეჯი „სპექტრი“;
- სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
- „სქილვილი“;
ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
- ქ. თბილისში რეგისტრაცია;
- მინიმალური ასაკი 18 წელი;
პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის ორი-სამი თვე. სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
პროგრამის რეგისტრაციის ვადები: 2023 წლის 2-16 მარტი. სასწავლო პროცესი დაიწყება 20 მარტიდან.
რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.dasakmdi.ge.
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება
-
თბილისის მერიის განცხადება