აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული დროით, უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო გახალგრძლივებული დროით, 04:00 საათამდე იმუშავებს. ამავე ღამეს, 23:00 საათიდან მეტროსადგურები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველის და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანს.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან - „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

აღნიშნული ავტობუსებით გადაადგილება უფასო იქნება.

13 აპრილი 2023