Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება.

კონცერტზე დამსწრე პირებისთვის მუნიციპალური ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ.

კერძოდ, N307, N334, N345, N358 და N359 ავტობუსები მოქალაქეებს პირველი სექტემბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

31 აგვისტო 2023