„ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, მიცკევიჩის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება.
ავტობუსი N347 ყაზბეგის გამზირიდან ტანძიისა და ადამ მიცკევიჩის ქუჩებისკენ მოძრაობის ნაცვლად, გადაადგილდება ყაზბეგის გამზირზე, დავით გამრეკელის ქუჩით დაუკავშირდება მიცკევიჩის ქუჩასა და პეკინის გამზირს, შემდეგ კი მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება. უკუმიმართულებისას, ავტობუსის მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.
N497 მიკროავტობუსი ვეძისის დასახლებიდან ბუკიას ბაღის მიმართულებით მოძრაობისას, გაივლის იონა ვაკელის ქუჩას და ტანძიის ქუჩაზე გადაინაცვლებს. შემდეგ მობრუნდება საირმის ქუჩის გადაკვეთასთან, მოძრაობას გააგრძელებს ყაზბეგის გამზირისკენ და გამრეკელის ქუჩით, სულხან ცინცაძის ქუჩას დაუკავშირდება.
აღნიშნული მარშრუტის გავლის შემდეგ, მიკროავტობუსი იმოძრავებს დადგენილი სქემით, ხოლო უკუმიმართულებისას, N497-ის მარშრუტში ცვლილებები არ შევა.
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება