ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა 30 ნოემბრის ჩათვლით, გარკვეული პერიოდულობით შეიზღუდება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობა გრძელდება.
მიმდინარე სამუშაოების გამო, 20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, 23:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!
19 სექტემბერი 2023
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება