კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპისთვის განაცხადების მიღება დაიწყო
თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.
კონკურსი ცხადდება სამი მიმართულებით - საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს.
განაცხადების ატვირთვა და დამატებითი ინფორმაციის მიღება მსურველებს 20 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე - www.culture.tbilisi.gov.ge.
„შემოქმედებით თბილისში“ მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა.
20 სექტემბერი 2023
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება