პირველ ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტის გამო, კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის დრო გახანგრძლივდება
პირველ ოქტომბერს „დინამო არენაზე“ მსმენელის წინაშე თავის ბენდთან ერთად, მომღერალი ბრუნო მარსი წარდგება, რის გამოც კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის დრო გახანგრძლივდება.
კერძოდ, ავტობუსები: N306, N308, N311, N315, N320, N327, N381, N384 და N386 კონცერტის ღამეს, 20:00-დან 02:00 საათამდე იმოძრავებენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს პიკის პერიოდში დაგეგმილი ინტერვალებით მოემსახურება.
27 სექტემბერი 2023
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება