საგზაო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:00-დან 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

24 იანვარი 2024