თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა

მოსული ნალექის და ყინვის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში და დილის საათებში ტექნიკური მარილი იყრებოდა.

ცენტრალური და შიდა გზები გაიწმინდა: ოქროყანაში, წავკისში, შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, ასევე, წყნეთი-თბილისისა და წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზებზე, სოფელ ახალდაბასა და ბეთანიაში.

საგზაო მოძრაობის მხრივ, ამ დროისთვის შეფერხებები არ ფიქსირდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.

საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

26 თებერვალი 2024