თბილისის მერიის განცხადება დავით აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვებთან დაკავშირებით
დავით აღმაშენებლის გამზირზე, სარეაბილიტაციო და აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით, ჭოროხის ქუჩის გადაკვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა, კერძოდ, 31 იანვრიდან დავით აღმაშენებლის გამზირიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჭოროხის ქუჩიდან დიმიტრი უზნაძის ქუჩის ან მარცხენა სანაპიროს გავლით. ამასთან, დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ქორწინების სახლიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით.
სარეაბილიტაციო და გამაგრებით სამუშაოებთან დაკავშირებით, ზაარბრიუკენის მოედნიდან დავით აღმაშენებელის გამზირის მიმართულებით გადაადგილებისას, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მოსე გოგიბერიძის, არნოლდ ჩიქობავას, გიორგი მაზნიაშვილისა და კიევის ქუჩების გავლით.
30 იანვარი 2016
-
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
-
თბილისის მერიის განცხადება
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

