ასკანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დაეხმარება

თბილისის ძველ უბანში, ასკანის მე-2 შესახვევის #5-ში, წუხელ ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად სამსართულიანი სახლის 120 კვ.მ. ფართობი დაიწვა. მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე და ადგილობრივი მცხოვრები.

გამგეობის ძალისხმევით, ხანძრის შედეგად დაზარალებული სამი ოჯახი დროებით სასტუმროში განთავსდა. დაზარალებულებს დახმარებას თბილისის მერია გაუწევს

13 თებერვალი 2016