თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის განცხადება საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვაზე
პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, დღეს 00:00 საათიდან 24 აპრილის დილის 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, მალის ნაშენის მოწყობა.
პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას, რაც განტვირთავს მიმდებარე ქუჩებს.
თბილისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის !
22 აპრილი 2016
-
დედაქალაქის მერია ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს დაეხმარება
-
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება
-
„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადება
