თბილისის მერიის განცხადება
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში მცხეთის ქუჩაზე კაპიტალურ რეაბილიტაციის სამუშაოებს იწყებს. საგზაო სამუშაოები 13 აგვისტოს დაიწყება და 60 კალენდარულ დღეში დასრულდება.
სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე 16 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით მცხეთის ქუჩა გადაიკეტება მრგვალი ბაღიდან ქობულეთის ქუჩამდე. მეორე ეტაპზე, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, გადაიკეტება ქობულეთის ქუჩიდან მცხეთის ქუჩის ბოლომდე.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია: შპს „ჰერიო" აწარმოებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გზის რეაბილიტაციისთვის 767 570,93 ლარია გამოყოფილი.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
12 აგვისტო 2016
-
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
-
თბილისის მერიის განცხადება
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
