თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 99,5 %-ით შესრულდა

ქ. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 99,5 %-ით შესრულდა. საშემოსავლო ნაწილში აღნიშნული მაჩვენებელი უპრეცედენტოა.

შემოსულობების გეგმა ნაშთის ჩათვლით შეადგენდა 842 966.4 ათას ლარს  და ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 838326.5 ათასი ლარი. 

გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტის შესრულებამ 99% შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია აბსოლუტურ მაჩვენებლებში.

ბიუჯეტის ხარჯვის მაჩვენებელმა კი  832.4 მლნ ლარი შეადგინა.

 

31 დეკემბერი 2016