ჭაბუკიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბრის 12:00 საათიდან 2 სექტემბრის 08:00 საათამდე, ჭაბუკიანის (ყოფ. საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, სააკაძის მოედნიდან ცინცაძის ქუჩაზე მოსახვედრად ავტომანქანები გაივლიან შარტავას ქუჩას, შემდეგ კალანდაძისა (ყოფ. ბულაჩაურის) და პეკინის ქუჩების გავლით მოხვდებიან ვაჟა–ფშაველას გამზირზე, საიდანაც ჩაუხვევენ ბექას ქუჩაზე და ყაზბეგის გამზირისა და გამრეკელის ქუჩებით მოძრაობას სასურველი მიმართულებით გააგრძელებენ.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
01 სექტემბერი 2017
-
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო
-
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა