დავით ნარმანია - „ახალი ტფილისის“ ფარგლებში პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა

„ახალი ტფილისის“ ფარგლებში პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა და აქედან 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარამდე დაიხარჯა. 

ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, განხორციელდა სხვა მსხვილი არეალების რეაბილიტაციაც, როგორიცაა ღვინის აღმართი, ზემო კალა. სამი ისტორიული სადარბაზო პირვანდელი სახით აღდგა და პროექტის ფარგლებში მოეწყო 4 სარეკრეაციო ზონა, რეაბილიტირდა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებიც.

 

09 ნოემბერი 2017