თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ იმყოფებოდა, სადაც მეტროს ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 11 ადამიანი დაშავდა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ, გვყავს 11 დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი. ველოდებით კრიმინალისტებს, რათა მოხდეს შესწავლა, თუ რა მოხდა რეალურად. ყოველთვის ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზოგადად, მშენებლობებს, მის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. ამ კონკრეტულ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის აგვისტოში დასრულდა, მისი ექსპლუატაციაში მიღება კი, სექტემბერში მოხდა.
კახა კალაძის განცხადებით, ამ კონკრეტულ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტროსადგურ „ახმეტელზეც“, რომლის შემოწმებაც დღესვე დაიწყება.
„ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ამ კონკრეტულ ფაქტს. შემთხვევითი არ არის, რომ მე ყოველთვის მშენებლობის ხარისხზე და მის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, ძალიან მკაცრი ვიქნებით და თავს არ დავუხრით ასეთ მდგომარეობას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
-
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობს
-
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება
-
ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს