ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მოვალეობაა მოსახლეობის, როგორც აგრესიული და დაავადებული ცხოველების, ისე ქვეწარმავლებისგან დაცვა. ამ მიზნით ფუნქციონირებს გველდამჭერთა ჯგუფი, რომელიც ჰუმანური მეთოდით ქვეწარმავალთა დაჭერას და შესაბამის ადგილებში გადაყვანა-გაშვებას ან იზოლაციას უზრუნველყოფს. 

ჯგუფის მობილურობის ამაღლების მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება გველდამჭერებით დაკომპლექტებული ცალკე ეკიპაჟის ჩამოყალიბების შესახებ, რომელსაც საკუთარი სატრანსპორტო საშუალება გამოეყო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ქვეწარმავლის დანახვისას მოერიდონ მას და დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს.

 

28 მაისი 2015