კახა კალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
თბილისის მერმა კახა კალაძემ 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„აგვისტოს ომიდან ათი წელი გავიდა. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან რთული დღეები გამოიარა. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ათი წლის შემდეგაც, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. დავკარგეთ ძალიან ბევრი ადამიანი, მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი მებრძოლი გმირები. მათ უკვდავსაყოფად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გაძლიერდეს, წინ წავიდეს და მათი სულები არ უნდა დაგვავიწყდეს. პირიქით, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ამ ბიჭების მაგალითზე სამშობლოს სიყვარული უნდა ვასწავლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მოადგილეებთან, ირაკლი ხმალაძესთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
07 აგვისტო 2018
-
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
-
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა
-
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება