მინსკში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი ელექტრონული ტრანსპორტის მწარმოებელ კომპანია Белкоммунмаш-ს ესტუმრა.
კახა კალაძეს მასპინძლობა ჰოლდინგ Белкоммунмаш-ის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ კოროლმა გაუწია.
თბილისის მერმა ბელარუს კოლეგასთან ერთად, ბელარუსული კომპანიის მიერ წარმოებული საქალაქო ელექტროტანსპორტი დაათვალიერა. ასევე, Белкоммунмаш-ის ტერიტორიაზე კომპანია МАЗ-ის მიერ წარმოებული ავტობუსის პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ილია ელოშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია იმყოფებოდნენ.
"თბილისის მერს მინსკში ძალიან საინტერესო ვიზიტი აქვს. გუშინ "თბილისობა" ჩატარდა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. ასევე, მინსკის მერთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეები ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის ურთიერთობების განვითარებაზე შეთანხმდნენ. დღეს ვიმყოფებოდით კომპანიაში Белкоммунмаш, რომელიც საქალაქო ელექტროტრანსპორტს აწარმოებს. ვფიქრობ, თბილისისთვის, დედაქალაქის ხელმძღვანელობისთვის საინტერესოა ის გამოცდილება, რაც ამ მიმართულებით მინსკს გააჩნია“, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
-
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
-
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა
-
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება