ავლაბრის მეტროს საპროექტო დოკუმენტაცია და ვიზუალური ნაწილი მომზადებული და მიღებულია მანამ, სანამ ბატონი კახა კალაძე მოვიდოდა მერიაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მიღებული დოკუმენტი არ მოგვწონს. რა თქმა უნდა, პროექტი ვიზუალურად დასახვეწია. ჩვენი იდეა არ არის თბილისის მეტროს ვესტიბულების კოსმეტიკური რემონტი, ჩვენი იდეაა მოხდეს სრული რეაბილიტაცია და მოდერნიზება, უნდა დაიწეროს თბილისის მეტროს ახალი ისტორია. ვიზუალური ნაწილი უნდა იყოს უმაღლეს დონეზე შესრულებული, აღარ მაქვს საუბარი უსაფრთხოებაზე.
შესრულება უნდა მოხდეს ისეთი არქიტექტურით და დიზაინით, რომელიც ათეულობით წელს გაუძლებს. კაფელით და მეტალოპლასტმასის ჯიხურებით მეტროსადგურების მოდერნიზება ჩვენი მეთოდი არ არის.
მერის დავალების შესაბამისად, სატრანსპორტო კომპანია მოახდენს არქიტექტორების და დიზაინერების ჯგუფის მობილიზებას, თუ დასჭირდება გარე რესურსების მოზიდვა, ამასაც გააკეთებენ და განსხვავებული სტანდარტით მოხდება თბილისის მეტროს რეაბილიტაცია.
-
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
-
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა
-
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება