ინფორმაცია მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილეებთან დაკავშირებით

ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეულ მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ალექსანდრე სანაძე არის მთაწმინდის გამგებლის მოადგილე. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. მთაწმინდის რაიონის გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე - ბადრი ხვადაგიანი, ირაკლი ქუთათელაძე და კახა ქოროღლიშვილი.

აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და მისი გამოთხოვა ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია. ამიტომ მივმართავთ დაინტერესებულ მედია-საშუალებებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. 

21 ოქტომბერი 2014