დედაქალაქის ქუჩებში საახალწლო განათებები ჩაირთო

თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო.

პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები ჩაირთო წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და გურამიშვილის გამზირზე. ასევე, შემდეგ ქუჩებზე: კოსტავა, კანდელაკი, გამსახურდია, დოლიძე, ჩოლოყაშვილი, თამარაშვილი, მელიქიშვილი, ფარნავაზ მეფე, ც. დადიანი, გორგასალი და ლეონიძე.

მომდევნო დღეებში კი დედაქალაქის დარჩენილ გამზირებსა და ქუჩებში განათებები ეტაპობრივად, აინთება.

საახალწლო ილუმინაციების ანთების პროცესს
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

,,თბილსერვის ჯგუფი’’ საახალწლო განათებების მონტაჟს დაახლოებით, ერთი თვეა ახორციელებს. დღეს, უკვე დავიწყეთ განათებების ჩართვა სხვადასხვა რაიონში. აღნიშნულ პროცესს, რამდენიმე დღეში დავასრულებთ. ქალაქის საახალწლოდ მორთვა, 25 დეკემბერს, მთავარი ნაძვის ხის ანთებით და საშობაო სოფლის გახსნით დაგვირგვინდება’’,- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი სრულიად ახალი დიზაინით და განათებებით მოირთო. უკვე არსებული ილუმინაციები კი, რომელთა აღდგენაც მოხდა, ქალაქის სხვადასხვა უბანში გადანაწილდა.

16 დეკემბერი 2019