1. მოწვევა ინვესტორებისთვის კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის თაობაზე

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი აწარმოებს ინვესტორთა შერჩევას ქ. თბილისში, დიდი დიღომი IV მიკრო/რაიონი, კორპუსი N29-ის მიმდებარედ, N01.10.07.004.058 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ჯამში 8613 კვ. მ. ფართობი), საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით (აშენებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნაწილი, შემდგომში, გადაეცემა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებულ პირებს, იმ პირობით, რომ ისინი უარს იტყვიან, მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე).

ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტად განსაზღვრულია 4,0. დაინტერესებულმა ინვესტორებმა (დეველოპერებმა) დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინონ წინადადებები (რომელშიც მითითებული იქნება კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული პირებისთვის გადასაცემი ფართების ოდენობა თეთრი კარკასის მდგომარეობით), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში არსებულ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მომსახურების სივრცეში (მის: ჟიული შარტავას ქ. N7). ინტერესთა გამოხატვით დაინტერესებულ პირთა მიერ განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 15 ივლისი, 18:00 საათი.

დაინტერესებულმა ინვესტორებმა (დეველოპერებმა), აგრეთვე, უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია სამშენებლო სფეროში მათი გამოცდილების შესახებ კერძოდ, რა სამშენებლო პროექტები აქვთ განხორციელებული სულ მცირე ბოლო სამი წლის განმავლობაში.

პროექტის ფარგლებში არ განიხილება იმ ინვესტორების (დეველოპერების) წინადადებები, რომელთაც არ აქვთ სამშენებლო სფეროში ოპერირების სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება ან/და გარკვეული მიზეზების გამო, გაჩერებული აქვთ მიმდინარე სამშენებლო პროექტები.

 

2. მოწვევა ინვესტორებისთვის კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის თაობაზე

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი აწარმოებს ინვესტორთა შერჩევას ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონი, ნაკვეთი 06/095-ის მიმდებარედ (ს/კ: 01.10.08.006.095) და ასევე, ქ. თბილისში, არჩილ მეფის ქუჩა N13-15-ის მიმდებარედ (ს/კ: 01.10.07.007.111), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ჯამში 10 755 კვ. მ.), საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით (აშენებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნაწილი, შემდგომში, გადაეცემა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებულ პირებს, იმ პირობით, რომ ისინი უარს იტყვიან, მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე).

ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტად მოიაზრება 4,2 (საჭირო იქნება დაინტერესებულმა მხარემ წარმოადგინოს დეტალური კვლევები და უტყუარი დასაბუთება ქალაქგეგმარებითი კუთხით). ამასთან, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული პირებისთვის გადასაცემი ფართი, თეთრი კარკასის მდგომარეობით განსაზღვრულია 7400 კვ. მეტრის ოდენობით.

დაინტერესებულმა ინვესტორებმა (დეველოპერებმა) დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინონ წინადადებები მითითებული ფართის მინიმუმ 5%-ით გაუმჯობესების პირობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში არსებულ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მომსახურების სივრცეში (მის: ჟიული შარტავას ქ. N7).

ინტერესთა გამოხატვით დაინტერესებულ პირთა მიერ განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 9 აგვისტო, 18:00 საათი.

დაინტერესებულმა ინვესტორებმა (დეველოპერებმა), აგრეთვე, უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია სამშენებლო სფეროში მათი გამოცდილების შესახებ კერძოდ, რა სამშენებლო პროექტები აქვთ განხორციელებული სულ მცირე ბოლო სამი წლის განმავლობაში.

პროექტის ფარგლებში არ განიხილება იმ ინვესტორების (დეველოპერების) წინადადებები, რომელთაც არ აქვთ სამშენებლო სფეროში ოპერირების სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება ან/და გარკვეული მიზეზების გამო, გაჩერებული აქვთ მიმდინარე სამშენებლო პროექტები.