კულტურის საქალაქო სამსახურის შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც დამოუკიდებელ სამსახურად  2014 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა. მანამდე იგი  მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის შემადგენელი ნაწილი იყო.

 

კულტურის საქალაქო სამსახური  ადმინისტრირებას  უწევს 28  პროგრამას,   რომლეთა მიზანია დედაქალაქში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეყობა.  კულტურის საქალაქო სამსახურის დაქვემდებარებაში  57 მუნიციპალური ობიექტია.  საქალაქო სამსახური მათ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას შესაბამისი პროგრამების მიხედვით ახორციელებს.

 

მუნიციპალური ობიექტების  მართვა-კორდინაციის  გარდა,  კულტურის საქალაქო სამსახური დედაქალაქში სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის, მუზეუმების პოპულარიზაციისა და განვითარების, ხელოვნების ძეგლებისა და პანთეონებზე მზრუნველობის და კულტურის სფეროს სხვა მიმართულებებითაც აქტიურად მუშაობს.

 

კულტურის საქალაქო სამსახური როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო მასშტაბის პროექტებს  ახორციელებს. იგი თავის საქმიანობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  დამტკიცებული დებულების შესაბამისად  წარმართავს.